ფინანსები
13/12/2022

მთავრობამ ბანკებისგან ₾30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2022 წლის 13 დეკემბერს,  30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 500 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.452 პროცენტით განისაზღვრა.

Businesspartner