ფინანსები
06/10/2020
მთავრობამ ბანკებისგან ₾20 მლნ ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 50,415 მლნ ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8%-ით, მაქსიმალური 8.12%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.059%-ით განისაზღვრა.