ფინანსები
13/07/2021

მთავრობამ ბანკებისგან ₾15 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მლნ ლარის 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52,75 მლნ ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.97%-ით, მაქსიმალური 9.12%-ით, საშუალო შეწონილი 9.008%-ით განისაზღვრა.