ფინანსები
06/01/2022

მთავრობა წელს ბანკებისგან ₾2 მლრდ-ზე მეტს ისესხებს

ფინანსთა სამინისტრომ წელს დაგეგმილი 2.3 მლრდ ლარიდან 70 მლნ-ის შიდა ვალი აიღო ბანკებისგან.

სებ-ში 4 იანვარს გამართულ აუქციონზე 70 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში 3 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. 112 მლნ ლარზე იყო მოთხოვნა და საშუალო შეწონილი განაკვეთი 9.9%-ით განისაზღვრა (კუპონური 9.8%).

მთავრობის სხვადასხვა ვადიანობის ქაღალდები სებ-ს, რეზიდენტ და არარეზიდენტ ბანკებს უჭირავს. სებ-ი მეორად ბაზარზე ყოდულობა და ამ დროისთვის 1 მლრდ-ზე მეტი აქვს. სულ დეკემბერში ბრუნვამ 15 მლნ ლარის შეადგინა. ამ დროისთვის ნაშთი 5, 335 მლრდ ლარია.

როგორც იცით, 2022 წლის ბიუჯეტით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზრდება და 2022 წლის ბოლოს ნაშთი 7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამ დროისთვის სებ-ს 1.4 მლრდ ლარის ფასიანი ქაღალდები უჭირავს, ბანკებს 3.4 მლრდ, მათ შორის არარეზიდენტ ბანკებსაც.

შიდა ვალის 1.3 მლრდ-ით გაზრდა ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკებისგან უფრო მეტი ვალის აღებას, 1-დან 10 წლამდე ვადით.  გაზრდილი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ სესხებს, ბაზარი ჯერ არაფერს ამბობს. სებ-ის 2 თებერვლის მპკ-მდე უცნობია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება თუ 10.5%-მდე გამკაცრებული დარჩება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023