ფინანსები
18/04/2022

მთავრობა პოლიციის ქალაქს ააშენებს

გმირი პოლიციელებისთვის 1 000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება. პრემიერის განცხადებით, პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება. პოლიციის ქალაქი ჯიქიას ქუჩაზე აშენდება, სადაც განთავსებული იყო სპეცდანიშნულების ბაზა.
 
"გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და 3 წელიწადში დასრულდეს.
 
"ყველა პოლიციის შენობის გარემონტება, განახლება, რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე იგეგმება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების რეაბილიტაცია და მათი ერთიან სტანდარტში მოყვანა. სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში- ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ ყველგან და ერთიან ევროპულ, თანამედროვე სტანდარტში მოვაქცევთ ყველა ბაზასა და შენობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროება. დაგეგმილი გვაქვს ახალი პროექტები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში აშენდება პოლიციის ახალი შენობები. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023