ფინანსები
04/10/2023

მთავრობა, ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას სავარაუდოდ, მომავალ კვირას  განიხილავს

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მთავრობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას  განიხილავს ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას. შემდგომში კი  ეს საკითხი გადაეცემა პარლამენტს, კანონის მისაღებად.

მისი ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედებისთვის  ბაზარი მზად არის.

„ბაზარი მზად არის.  დღეს კანონით სავალდებულო არ არის ავტომობილის დაზღვევა,   მაგრამ დაზღვევის მაჩვენებლები მზარდია. ადამიანები ხვდებიან, რომ ავტომობილის დაზღვევა საჭიროა იმისთვის, რომ არ მოუწიოთ დიდი ხარჯების გაწევა, რაც  ოჯახს მძიმედ აწვება. ეს არის სწორედ დაზღვევა, რომ გარკვეული კონტრაქტის საფუძველზე, ყოველთვიური გადასახადით თავიდან ავიცილოთ დიდი ფინანსური ზარალი,“-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

ცნობისთვის, სავალდებულო წესით ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობის შემოტანა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ეს სახეობა 2024 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022