ფინანსები
25/01/2022

მსხვილპორტფელიანი ბანკები საკრედიტო შემოსავლებით - რეიტინგი

ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 4.2 მლრდ ლარამდე გაეზარდა (01.01.2021 – 3.466 მლრდ).

1-ლი იანვრის მდგომაროებით, საცალო სესხებიდან ბანკებმა 2.482 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს (01.01.2021 -2.052 მლრდ), ბიზნესის დაკრედიტებიდან კი 1.673 მლრდ ლარამდე (01.01.2021 – 1.4 მლრდ)

ბანკებს საპროცენტო შემოსავლები წლიურად 21.2%-ით აქვს გაზრდილი (H1/2021 +21.5%Y.Y), თიბისის 20.6%, საქართველოს ბანკს 24.4% ზრდა აქვს. ახლადგამსხვილებული კრედოს (ფინკას აქტივები შეიძინა) პორტფელის შემოსავლიანობა კი  წლიურად 35%-ით არის გაზრდილი.

მსხვილპორტფელიანი ბანკები საპროცენტო შემოსავლებით

ბანკები 01.01.2022 01.01.2021
საქართველოს ბანკი 1,514,946 1,218,416
თიბისი ბანკი 1,478,911 1,226,390
ლიბერთი ბანკი    322,997    256,018
კრედო    247,577    183,366
ვითიბი ბანკი    156,724    127,611  
ბაზისბანკი    107,085       93,495
პროკრედიტ ბანკი    104,435      87,706
ბანკი ქართუ        76,398      70,677

                          

წყარო: კომერციული ბანკები (000 ₾)

Businesspartner