ფინანსები
05/05/2023

მშპ-სთან სესხების წილი 61%-მდეა

საბანკო სექტორის აქტივები, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) საახალწლო ნიშნულს ჩამოსცდა. სებ-ის აპრილში განახლებული სტატისტიკით 91.1%-ია. გასული წლის  ანალოგიურ პერიოდში 98.5% იყო.

ყველაზე მაღალი - 117%-მდე 2021 წლის აპრილში აღინიშნა. პანდემიამდელი წლის აპრილში კი 87.3%-ს შეადგენდა.

დეპოზიტების შეფარდება მშპ-სთან 68.6%-ია, სესხების - 61%-მდე.

კოეციფიენტების განსაზღვრისას სებ-მა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ით (მიმდინარე ფასებში 74.1 მლნ ლარი) იხელმძღვანელა.

პროცენტულად მშპ-სთან (%)

  დეპოზოტ. აქტივები სესხები
01-01-2022 61,9 100,9 71,7
01-04-2022 59,1 98,5 69,1
01-07-2022 58,9 98,7 67,1
01-10-2022 61,6 99,8 62,9
01-01-2023 61,7 98,0 62,4
01-04-2023 58,6 91,1 60,7

წყარო: სებ-ი