ფინანსები
01/07/2022

მსესხებლის შემოსავლის მეტობით დაანგარიშება - სებ-ის ახალი რეგულაცია

იპოთეკური სესხები გაძვირდა, დაკრედიტება შემცირდა, თუმცა მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება.

ბანკების ინფორმაციით, რეფინანსირების მაღალ განაკვეთთან (11%) და ბოლო რეგულაციებთან ერთად იპოთეკის გაძვირება საჯარო რეესტრის მომსახურების 60%-ით გაძვირებამაც განაპირობა.

პორტფელი (რეზიდენტ მსესხებელზე გაცემული) თებერვალ-მაისში 4.7%-ით შემცირდა, 8 მლრდ ლარამდე, 2021-ის ანალოგიურ პერიოდში 11%-იანი ზრდა იყო (₾ 6.2 მლრდ-დან, ₾6.9 მლრდ-მდე).

უარესი მაჩვენებელი იქნებოდა, თუმცა კლება იმ მომხმარებელთა აქტივობამ შეაკავა, რომლებიც 1 ივლისამდე  ცდილობდნენ კრედიტის დამტკიცებას რადგან ივლისიდან +3%-იანი დერეფანი იხსნებოდა, სებ-ის ახალი რეგულაცია, რომელიც ბანკს  მსესხებლის შემოსავლის მეტობით დაანგარიშებას ავალდებულებს. მარტივად რომ ავხსნათ 15%-იან იპოთეკაზე, სესხის დასაფარი თვიური შენატანი, ანგარიშდება 18%-იანი სესხის პირობით. ამ სქემით იპოთეკარს სესხი არ უძვირდება, მხოლოდ უმცირდება. რეგულაცია მსესხებლის მომზადებას ითვალისწინებს, იმ თარიღისთვის, როცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების (11%+X) ან სხვა მიზეზით სესხი გაუძვირდება.

რაც იმას ნიშნავს, რომ როცა (თუ ) განაკვეთი 1, 2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს სესხის მომსახურება არ გაუჭირდება.

ბანკების ინფორმაციით, 1 ივლისამდე კრედიტინფომ და ბანკებმა + 3-ით გადათვლა  ვერ მოასწრეს.  გადასაანგარიშებელია საცალო მსესხებლის შენატანები, ასევე  არასტანდარტული ბიზნესსესების, რომელიც კვარტალურდა იხდება. სებ-ის და ბანკების შეხვედრა შემდეგ კვიორაშის გაიმართება

Businesspartner