ფინანსები
01/08/2022

მპკ-ზე ლარში სარეზერვო მოთხოვნის გამკაცრებასაც განიხილავენ

საბანკო სექტორს დაკრედიტებიდან საპროცენტო შემოსავალზე მეტად არასაპროცენტო შემოსავალი ეზრდება. 2022 წლის 6 თვის შემოსავალი 700 მლნ ლარია. წლიური ზრდა 17%-მდეა და თუ ვითიბის გარეშე დავითვლით, ზრდა 30%-ს აღემატება. სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილს 90 მლნ-მდე არასაპროცენტო ხარჯი აქვს.

ბანკები არასაპროცენტო შემოსავლებით

01.01.2022 (000 ₾)

 კომერციული ბანკი

H1/2022 (000 ₾)

583,220

თიბისი ბანკი

308,245

430,370

საქართველოს ბანკი

315,993

  26,741

ლიბერთი

17,577

34,890

ვითიბი ბანკი

-89,842

16,858

პროკრედიტ ბანკი

6,695

6,069

ბაზისბანკი

66,678

67,873

კრედო

36,557

წყარო: სებ-ი და ბანკები (000 ₾)

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და სასესხო რეგულაციების ეფექტზე სებ-ის საბჭოს წევრმა ეკატერინე გალდავამ სებ-ის წლიური ანგარიშის საკომიტეტო განხილვაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ ჰენდრი სინგლეტერი და ნათია თურნავა არაღმასრულებელი წევრები არიან (აღმასრულებელი წევრები: კობა გვენეტძე, არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა).

ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ 3 აგვისტოს მპკ-ს დაესწრება. მპკ-ზე კომიტეტის არაწევრის (მპკ-ში 14 წევრია, საბჭოდან მხოლოდ 4, სებ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზოდენტები) მიწვევის დისკრეცია აქვს სებ-ის პრეზიდენტს, რომელმაც 3/08-ს ყველა არაღმასრულებელი დაპატიჟა ( წინა მპკ-ზე ეკატერინე მიქაბაძე იყო).

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რა ვადით შენარჩუნდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, გაიზრდება თუ არა სარეზერვო ნორმა, ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირებას ჩაეხსნება და TIBR1M -ს მიებმება თუ სხვა ინდექსს - ამ და სხვა საკითხებს გალდავა კოლეგებთან ერთად 3 აგვისტოს განიხილავს.

მედიასთან კი აცხადებს, რომ ის სხვა მონეტარულ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა, მათ შორის რეპო ოპერაციებს, ასევე ლარში სარეზერვო მოთხოვნას გაზრდიდა.

მოხარული იქნებოდა, საბანკო სექტორს დაკრედიტებიდან ჰქონოდა უფრო მეტი შემოსავალი და 6 თვის სტატისტიკა ყოფილიყო განსხვავებული. არასაპროცენტო შემოსავალი, რომელიც აერთიანებს საკომისიოებიდან, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან (საკონვერსიო) ამონაგებს, ბანკების უფრო ნაკლები მოცულობით მიეღო და არა ₾700 მლნ.

გალდავამ სებ-ის საბჭოს უფრო მეტად კოლეგიურ ორგანოდ გარდაქმნის საჭიროებაზეც აღნიშნა, რომ პროცესში აღმასრულებლებთან ერთად და არააღმასრულებელი წევრებიც ჩაერთონ რათა  სებ-ის ძირთადი დოკუმენტის („ძირითადი მიმართულებები“) შემუშავებაში ყველა მონაწილეობდეს.

რასაც მოაწესრიგებს  კანონში ცვლილებები, რაზეც, მისი თქმით, სსფ-ის ტექნიკური მისია როდესღაც დაიწყებს  მუშაობას.  კანონის ჩასწორების შემდეგ კი კონფიდენციალობაზე კითხვები მოიხსნება, ბაზარი უფრო მეტი სუბიექტისთვის გაიხსნება, მათ შორის ფინტეკებისთის, რაც საბოლოოდ  დაწევს სასესხოგანაკვეთებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023