ფინანსები
10/04/2023

მოზიდული პრემიით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერი „ჯიპიაია,“ ავტომობილების კი - "თიბისი“

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18 % (682,152 ადამიანი) სარგებლობს. წინა წელს ეს მონაცემი 637,953 იყო, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა.  სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება ავტომობილების დაზღვევას, 2022 წლის მაჩვენებლით, დაზღვეულია ავტოპარკის 7% (114,447), რაც პროცენტულად შარშანდელი მონაცემის ტოლია. 2020-ში კი ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა.

2022 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375,4 მლნ. ლარი შეადგინა.

ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერია ჯიპიაი 26%-ით (წინა წელს ჰქონდა 28%), მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ და „არდი“ 18-18%-ით (წინა წელს „იმედი ელს“ ბაზრის 20% ეკავა, „არდის“ – 16%), მომდევნო ადგილზე კი „თიბისია“ 8%-ით, მას მოსდევს “ირაო“ 7%-ით.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 166 მლნ შეადგინა, ბაზრის ლიდერი ამ სეგმენტში „თიბისი დაზღვევაა“ 30 %-ით. მას მოსდევს „ალდაგი“ (20%) და „ჯიპიაი“ (14%).

წინა წელთან შედარებით „თიბისიმ“ ამ სეგმებტში საკუთარი წილი 5%-ით გაზარდა, „ალდაგმა“ 2%-ით შეამცირა, „ჯიპიაიმ“ კი 1%-ით.

საქართველოში ამ ეტაპზე 18 სადაზღვევო კომპანია მოქმედებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023