მორიგი ინტერვენცია - სებ-მა $40 მლნ გაყიდა
სებ-მა მორიგი ინტერვენცია განახორციელდა და სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.
სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $369,65 მლნ გაყიდა.
კობა გვენეტაძემ პანდემიის გავრცელების ფონზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს და უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით.
"გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს", - მუდმივად აცხადებს სებ-ი.