ფინანსები
20/01/2022

Moody's: იპოთეკურ ობლიგაციებზე ახალი კანონპროექტი ბაზრის განვითარების საფუძველს ქმნის

წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s - მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა, - ანგარიშზე პრეზრელიზს სებ-ი აქვეყნებს.

"იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში", - აღნიშნულია Moody’s - ის ანგარიშში.

პროექტის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონის პროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022