ფინანსები
18/10/2022

მომსახურებას "თიბისიც" აძვირებს

საბანკო მომსახურება ძვირდება. ბაზისბანკის შემდეგ მომსახურებას თიბისიც აძვირებს. ბანკის ფილიალში თანხის განაღდების საკომისიო, რომელიც 25 ნომებრიდან შედის ძალაში, 0.6%-ის ნაცვლად 2%-ით განისაზღვრა, მინიმალური  გადასახდელი 2 ლარით. ცვლილებები 25 ოქტომბრიდან ამოქმდდება და 3 000 ლარამდე ტრანსაქციებს შეეხება.

გაიზარდა სავალუტო განაღდების ტარიფები. $1 000-მდე თანხის გატანის საკომისიოა მინიმალური ზღვარი  $1  იქნება (შესაბამისად ევროსა და ფუნტში) განაკვეთი, 2%.

ბანკის ინფორმაციით, არ იცვლება ანგარიშიდან გადარიცხვის პირობები. არც აქტიური და დახურული ანგარიშიდან ამონაწერის საფასური. შენარჩუნდა 20 და 30 ლარი.

არც დიჯიპასის აქტივაციის ტარიფი იცვლება. მოწყობილობა უფასოა, აქტივაცია კვლავ 10 ₾არი.

მომსახურება სხვა ბანკებმაც გააძვირეს, რასაც  სექტორი სებ-ის რეგულაციების საპასუხო საჭიროებით ხსნის.

თიბისი ბანკის წმინდა საკომისიო შემოსავალი 165 მლნ ლარამდეა (8 თვის სტატისტიკით). ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.

ბანკის შემოსავლები დანიშნულების მიხედვით (01.09.2022)

 

000 ₾არი

საპროცენტო

1,275,936

მ.შ სესხებიდან

1,115,178

არასაპროცენტო

470,966

მ.შ. საკომისოდან

165,161

ვალუტის ყიდვა/გაყ

201,830

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023