ფინანსები
15/12/2020

მომგებიანობის ყველაზე მაღალი კოეფიცინეტი თიბისის აქვს

ბანკებს მომგებიანობის კოეფიციენტი გაუუმჯობესდა. 1 ნოემბრისთვის  კაპიტალზე  (ROE) და აქტივებზე (ROA) უკუგების დადებითი მაჩვენებელი, მსხვილაქტივებიან ბანკებში 2-ს აქვს თიბისის და ბაზისბანკს.

პლუსშია უკუგება აქტივებზეც (ROA).  პანდემიის საგაზაფხულო ტალღის შემდეგ ივნისიდან "ბაზისბანკის" კოეფიციენტი 0.15%-მდე, "თიბისი" 0.25%-მდეა გაუმჯობესებული.

სექტორის მარეგულირებელი (სებ) და ლობისტიც (ბანკების ასოციაცია) წლის ბოლოსთვის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს ელის. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პროგნოზირებისას უფრო ფრთხილია - მცირე მოგება ან მცირე ზარალს ვარაუდობს. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე კი მოგებას, თუნდაც მცირეს.

ბანკების რეიტინგი ROE-ს მიხედვით (%)

   

01.11.2020

01.06.2020

1

თიბისი ბანკი

2.36%

-23.97

2

საქართველოს ბანკი

-1.98

-34.40

3

ლიბერთი ბანკი

-6.81

-17.15

4

ვითიბი ბანკი

-8.51

-35.06

5

პროკრედიტ ბანკი

-1.74

-16.67

6

ბაზისბანკი

1.05

-16.83

7

ბანკი ქართუ

-16.69

-41.46

 

 

 

 

წყარო: კომერციული ბანკები