ფინანსები
03/09/2021
მომგებიანი ბანკების რეიტინგი - თიბისი ლიდერია
საბანკო სექტორის მოგება 1 აგვისტოსთვის (01.08.2021) ₾1.2 მლრდ-ს აღემატება.
7 თვეში 14 ბანკი 1.4 მლრდ ლარის მოგებაზე გავიდა. ზარალზე 1 ბანკი რჩება, აზერბაიჯანული "პაშა ბანკი" ( -2.2 მლნ ლარი). პანდემიურ 2020-ის ანალოგიურ პერიოდში საბანკო სექტორს 413 მლნ ლარი ზარალი ჰქონდა და 15 ბანკიდან მოგებაზე იყო მხოლოდ ახლადგამსხვილებული "კრედო" 900 000 ლარის მოგებით, ასევე მცირედი მოგება ჰქონდა "ზირაათ ბანკს".
ბანკები წმინდა მოგების მიხედვით (>15 მლნ ₾)
ბანკი |
01.08.2020 (000 ₾) |
01.08.2021 (000 ₾) |
თიბისი ბანკი |
-133.826 |
580,007 |
საქართველოს ბანკი |
-125.529 |
488,387 |
ლიბერთი ბანკი |
-19.819 |
29,773 |
პროკრედიტ ბანკი |
-8.967 |
23,794 |
ვითიბი ბანკი |
-23.848 |
23,543 |
ბაზისბანკი |
-10.942 |
20,842 |
ბანკი ქართუ |
-33.121 |
19,039 |
კრედო |
+903 |
18,568 |
ტერაბანკი |
-18.161 |
17,941 |
წყარო: კომერციული ბანკები.