მომგებიანი ბანკების რეიტინგი - სექტორი პანდემიის პირობებში რეკორდულ მოგებაზეა
პანდემიიის ბოლო ტალღა ბანკებისთვის რეკორდულად მომგებიანი აღმოჩნდა. სექტორმა ივლისში 300 მლნ ლარამდე მოგება მიიღო. 1 ივლისისთვის (H1/2021) ბაზარზე 1 ზარალიანი, "პაშა ბანკი" რჩება 1.4 მლნ ლარის ზარალით და დანარჩენი 14 მოგებაზეა, მათ შორის "ფინკა", რომელიც ბაზრიდან გადის ("კრედო" ყიდულობს).
ბანკების მოგებამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მთელი წლის მაჩვენებელს (2019 წლის წმინდა მოგება - 585 მლნ ლარი). 2020-ის მოგებას (99 მლნ) კი თითქმის 10-ჯერ.
აქციონერები წლევანდელ მოგებას უკვე წელს ინაწილებენ, რაზეც რამდენიმე ბანკმა მარეგულირებელი უკვე საქმის კურსში ჩააყენა და მათ შორის 2-ს კაპიტალის განაწილების ნებაც მიეცა.
სებ-ი კაპიტალის განაწილებას ბუფერების აღდგენამდე ზღუდავს, თუმცა ვადაზე ადრე აღდგენის შემთხვევაში დაშვებულია.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით:
N | ბანკები | H1/2021 (მლნ ₾) | Q1/2021 (მლნ.₾) |
1 | საქართველოს ბანკი | 485.8 | 192.4 |
2 | თიბისი ბანკი | 434.9 | 160.0 |
3 | ლიბერთი ბანკი | 23.2 | 10.6 |
4 | ვითიბი ბანკი | 19.37 | 14.56 |
5 | პროკრედიტ ბანკი | 19.35 | 11.07 |
წყარო: კომერციული ბანკები