ფინანსები
04/05/2022

მომავალი წლიდან საქართველოს ციფრული ლარი ექნება

მომავალი წლიდან საქართველოს საპილოტე რეჟიმში ციფრული ლარი ექნება, - ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული (DeFi) ფინანსების საკითხზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა USAID-თან და პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა.

საჯარო დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს უფრო სწრაფი, უსაფრთხო ტრანზაქციების წახალისებას, ქვეყნის გახსნას საერთაშორისო აქტორებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 

„ციფრული ლარის შემოღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, გადახდების სისტემების გამარტივების, ფინანსური სერვისების უფრო დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ეს გაამარტივებს მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის საჯარო სერვისებსაც და ხელმისაწვდომს გახდის. საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და საქართველო ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებას დრო დასჭირდება. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა კონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, გადახდის სისტემების გაციფრულება და ფინანსური ეკოსისტემის განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან და გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციურ გადაწყვეტილებების მზარდ როლსა უფრო ფართო გამოყენებას. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ფინანსური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, მათ შორის ფინანსური სერვისების დიგიტალიზაციის და, ასევე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების კუთხით.

„CBDC-ს შეუძლია შესთავაზოს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის ბიზნესების და მოსახლეობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ფულის მოსახერხებელი ელექტრონული ფორმით; მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შესაბამისი პლატფორმის ჩამოყალიბება; უფრო სწრაფი და იაფი გადახდების მხარდაჭერა; ფინანსურ სისტემაზე მომხმარებელთა წვდომის გაფართოება,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023