ფინანსები
29/09/2023

მომავალ წელს პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასები გაიზრდება

2024 წლისთვის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 1.6 მილიარდი  ლარია გამოყოფილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2024 წლიდან ჯანდაცვის, სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. აქედან გვაქვს პენსიების ზრდა და 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და მაღალმთიან დასახლებებში – 500 ლარამდე,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი მილიარდ 600 მილიონი ლარიდან გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10% -იანი ზრდა. შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ერთერთ სუსტ რგოლად განიხილება. ამ სფეროს რეფორმა კი ქვეყანას ერთერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022