ფინანსები
13/10/2023

მხატრიშვილი: სსფ - ის პროგნოზები სებ-ის პროგნოზებთან თანხვედრაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეხმაურება. აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, ფონდი წელს საქართველოში 2.4%-იან ინფლაციასა და 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მხატრიშვილი აცხადებს, რომ სსფ-ის პროგნოზები სებ - ის პროგნოზებთან თანხვედრაშია.

“ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში განაცხადა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2023 წლისთვის საშუალოდ 2.4%-ს შეადგენდა. ის ფაქტი, რომ ჩვენი პროგნოზები თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებთან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაკროეკონომიკური ანალიზის კუთხით ჩვენ მსგავსი ხედვები გაგვაჩნია”, - აღნიშნავს შალვა მხატრიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სსფ-მა გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა 10 ოქტომბერს განაახლა და ქვეყნების მიხედვით ახალი ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022