ფინანსები
23/02/2022

მისოსექტორს პერსონალის შენახვა არ გაუძვირდა /რეიტინგი/

მიკროსაფინანსო სექტორის staff cost-ი სტაბილურია. პერსონალის ხარჯი/შემოსავალთან (staff cost-ი) 01.01.2022-ისთვის 35.4%-ს შეადგენს, ანალოგიური კოეფიციეტი იყო გასულ წელს (01.01 2021).

სულ, 2021 წლის განმავლობაში, 38 მისოთი წარმოდგენილ სექტორს აპარატის დაფინანსება 98.3 მლნ ლარი დაუჯდა (2020 – 85.7 მლნ) და შემოსავალმა 277 მლნ ლარი შეადგინა (2020 – 242 მლნ ლარი).

მისოების სტაფი საბანკოზე ხარჯიანია (ბანკების staff cost -ი 21%-ია) და მ/ო ბაზრის რამდენიმე მონაწილე შემოსავლის გაზრდის ხარჯზე კოეფიციენტის შემცირებას, მიკრობანკად  გარდაქმნით აპირებს.

როგორც იცით ახალი კანონპროექტით, რომელსაც სებ-ი რამდენიმე დღეში ყველა დაინტერესებულისთვის გაასაჯაროებს, რეალურად ეკონომიკის დამკრედიტებელ მისოს და არა სალომბარდო სესხების გამცემს, მიკრობანკის ლიცენზიის მიღება შეეძლება, რაც კლიენტისთვის  სასესხო პროდუქტების ფართო არჩევანის შეთავაზების საშუალებას მიცემს.

მისოები შემოსავლებით და staff cost-ით (01.01.2022).

 

მისო

მლნ ₾

Staff cost**

1

სს "კრისტალი"

53.0

49%

2

შპს "რიკო ექსპრესი"

70.4

19%

3

სს "სვის კაპიტალი"

30.7

26%

4

სს კრედიტსერვისი +"

17.0

50%

5

სს ‘მიკრობიზნესკაპიტალი (MBC)

12.2

48%

6

სს "ლაზიკა კაპიტალი"

8.5

55%

წყარო: სებ-ი & მისოები

Businesspartner