
მისოებმა უზრუნველყოფილი სესხები 30 მილიონით გაზარდეს
მისოებში გადაუხდელი ვალების სანაცვლოდ მსესხებლის 4.7 მლნ ლარის ქონება დარჩა. H1/2023-ის მდგომარეობით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 1.6 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებაში 703 მლნ ლარის სესხები ოქროთია უზრუნველყოფილი (ვერცხლით და სხვა ძვირფასი ლითონით); 213 მილიონის უძრავი ქონებით; 113 მლნ ლარის სესხი მე-3 პირის გარანტიით არის გაცემული და 282 მლნ ლარის ავტოლომბარდია.
მე-2 კვარტალში (Q2/2023) მისოების უზრუნველყოფილი სესხების პორტფელი 30 მილიონით გაზრდილია. დასაკუთრებული ქონების ღირებულება ₾ 200 000 -ით შემცირებული.
H1/2023-ისთვის >180 დღიც ვადაგადაცილებული (პრობლემური) პორტფელის მოცულობა 33 მლნ ლარია .
180 დღე ის მაქსიმალური ვადაა, რომელსაც კანონი და სებ-ი შემოსავალდაკარგულ მსესხებელს აძლევს.
აღნინულ ვალდებულებაზე მსესხებელს 100%-იანი რეზერვის შექმნა უწევს, სესხი ბალანსიდან გააქვს და უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას ისაკუთრებს.
მისოები მისაკუთრებული ქონებით Q2.2023 ₾
კრისტალი | 472 034 | |
MBC | 363 484 | |
ლიდერ კრედიტი | 275 782 | |
ლაზიკა კაპიტალი | 167 207 | |
სვის კაპიტალი | 113 492 | |
რიკო ექსპრესი | 86 600 |
წყარო: სებ-ი და მისოები