ფინანსები
14/02/2023

მისოებმა მსესხებლების 5 მლნ-მდე ლარის ქონება მიისაკუთრეს

მისაკუთრებული ქონებით მიკროსაფინანსო ბაზარზე, რომელიც 36 მ/ო-თია წარმოდგენილი, "კრისტალი" ლიდერობს.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის აქტივში მსესხებლის გაუსტუმრებელი ვალის სანაცვლოდ  0.5 მლნ ლარამდე უძრავ-მოძრავი ქონებაა დარჩენილი.

სესხი, უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მისაკუთრებამდე,  უიმედო ვალების პორტფელში ხვდება, რისთვისაც კრედიტორს (მ/ო, ბანკი, სგს) სებ-ი 100%-მდე არეზერვებინებს.

მისოები დასაკუთრებული ქონებით 2022 / 2021

 

 ₾

 ₾

კრისტალი

480,279

396,000

რიკო

-

-

MBC

257,116

275,000

ლაზიკა კაპიტალი

169,741

 33,000

კრედიტსერის+

 -

-

ლიდერ კრედიტი

143,809

197,208

სვის კაპიტალი

125,950

   2,000

წყარო: სებ-ი

01.01.2023-ის მდგომარეობით, მ/ო დაკრედიტების ბაზარზე 1,574 მლრდ ლარის 827 181 სესხია  გაცემული.

მ/ორგანიზაციების მისაკუთრებული ქონება - 4 864 501/ სასესხო პორტფელთან  0.3%-ს არ აღემატება. უიმედო სესხების ( ₾ 41 547 300 ) წილი კი 3%-იც არ არის (2.6%-ია). 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტორში დარჩენილი მსესხებლების ქონება განახევრებულია. 01.01.2022-ისთვის 8 მლნ ლარს აღემატებოდა, სასესხო პორტფელი (38 მისოს) კი ₾1.3 მლრდ-ს. 

- "რიკოს" ანგარიშგებაში  მითითებული არ აქვს.

Businesspartner