ფინანსები
23/02/2022

მისოები სებ-ისგან რეფინანსირების სესხზე წვდომას ითხოვენ

გვინდა უფრო კეთილები ვიყოთ ვიდრე ვართ, - მ/ო MBC-ის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო სექტორს ბანკზე  დაბალი სასესხო  განაკვეთის შეთავაზების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ  რესურსის სიძვირის გამო შეუძლებელია.

იმის მიუხედავად, რომ მისო მინიმალურ, კომერციულ ბანკზე 7-8 პპ-ით დაბალი მარჟით მუშაობს, მსესხებლისთვის არსებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი განაკვეთის შეთავაზება ვერ ხერხდება.

„ერთი მხრივ ბანკი გვაწდის ლარის რესურსს და მეორე მხრივ მიკროდაკრედიტების სეგმენტზე პირდაპირ კონკურენციას გვიწევს“, - გია პეტრიაშვილს ბანკთან, მისოს თანაბარი კონკურენციისთვის გამოსავალად სებ-ის შესაბამისი გადაწყვეტილება ესახება.

თუ მიკრო ბანკად გარდაქმნის შემდეგ, MBC-ის  გაუმარტივდება ლარის რესურსზე წვდომა - რეფინანსირების სესხების მიღება ბანკის შუამავლობის გარეშე შეეძლება, რესურსი გაუიაფდება და შესაბამისად მსესხებელსაც - სესხი.

პეტრიაშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიკრობანკად გარდაქმნის მთავარი ხიბლი.

რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს და რა ბენეფიტებს მიიღებს მისო,  ბანკად გარდაქმნის შემდეგ - კანონპროექტის საბოლოო ვერსიას სებ-ი ამ კვირაში გამოაქვეყნებს.

მისოსექტორი იმედოვნებს, რომ სებ-ი  რეფინანსირების დაკრედიტების პირობებს გადახედავს და იპოთეკურთან ერთად, გირაოში ბიზნესპორტფელსაც შეიყვანს. იმის  გათვალისწიმნებით, რომ  მიკრობანკისთვის მარეგულირებლის მთავარი მოთხოვნა პორტფელის 70%--მდე ბიზნესსესხებით დაკომპლექტებაა. შესაბამისად, მიკრობანკი პორტფელის დაგირავებით, სებ-ისგან  რეფინანსირების სესხს, ბანკის შუამავლობის გარეშე აიღებს.

პეტრიაშვილი ასევე იმედოვნებს, რომ გაფართოვდება ბიზნესსესხის  დეფინიცია. მიკრობანკად  გარდაქმნის მსურველ მისოს პორტფელში საწყის ეტაპზე ნახევარი (50%) მაინც  მოდიოდეს ბიზნესსესხებზე. 

მიზნობრიობასთან ერთად გათვალისწინებული იქნება დაფინანსების წყაროც (საცალოს მსესხებელს გადახდის წყარო ჰქონდეს შუნამეურნეობიდან ან სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის სახით).

ორივე კომპონენტის  დაშვებით, ამ დროისთვის MBC-ი, კრიტერიუმებს  გადაჭარბებით ასრულებს. ბიზნესსესხებზე პორტფელის 70%-ზე მეტი უკვე მოდის, რისთვისაც 50%-დან, 70%-მდე შევსებისთვის მარეგულირებელი სექტორს 2-3 წლიან პერიოდს მისცემს.

დანარჩენი მოთხოვნები - 50 000 ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებელი; 10  მლნ-იანი  კაპიტალის მოთხოვნა; 15 000 ლარამდე  შემოსაზღვრული გადარიცხვა  სექტორს არ  ადარდებს. რადგან მეტ მოცულბაზე გასვლასაც შეძლებს, რის სანაცვლოდაც მარეგულირებელი  დამატებით ლიკვიდურ სახსრებს მოთხოვს, რის შესრულებაც არ გაუჭირდება.

მთავარია, რომ მიკრობანკად ფორმირების შემდეგ, MBC-ი კლიენტებს ანგარიშსწორების ანგარიშს გაუხსნის (რაც მისოს არ შეუძლია და კლიენტის ბანკის ანგარიშს იყენებს, რაც მსესხებელს სერვისს უძვირებს), შედეგად  ანგარიშებზე ფულადი რესურსი გაჩნდება და  ნაშთების მართვის შესაძლებლობა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023