
ფინანსები
25/05/2023
მისოები მისაკუთრებული ქონებით - რეიტინგი
მისაკუთრებული ქონებით, მიკროსაფინანსო ბაზარზე, მ/ო "კრისტალი" ლიდერობს.
მ/ორგანიზაციის აქტივში მსესხებლის გაუსტუმრებელი ვალის სანაცვლოდ 0.44 მლნ ლარამდე უძრავ-მოძრავი ქონებაა დარჩენილი.
სესხი, უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მისაკუთრებამდე, უიმედო ვალების პორტფელში ხვდება, რისთვისაც კრედიტორს (მ/ო, ბანკი, სგს) სებ-ი 100%-მდე არეზერვებინებს.
მისოები დასაკუთრებული ქონებით Q1.2023 / 2022
Q1/2023 ₾ | 2022 ₾ | |
კრისტალი | 438,840 | 480,279 |
MBC | 242,277 | 257,116 |
ლიდერ კრედიტი | 204,291 | 143,809 |
ლაზიკა კაპიტალი | 145 817 | 169,741 |
რიკო ექსპრესი | 95 470 | ------- |
სვისკაპიტალი | 90,902 | 125,950 |
------- 2022-ის ანგარიშით 0-ია
Q1/2023-ისთვის სექტორში 4.9 მლნ ლარამდე ლარის მსესხებლების ქონებაა დარჩენილი. წლიურად (Y.Y) თითქმის 40%-ით შემცირებულია (Q1.2022 - ₾ 8.1 მლნ).
ბაზარზე კი 35 მისო რჩება და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მოაკლდება, მიკრობანკები ხდებიან.