ფინანსები
11/07/2022

მისოები მიკრობანკად გარდაქმნის მოლოდინში

მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელი მისო და ახალი მოთამაშე, სალიცენზიო მოსაკრებელს, თანაბარი განაკვეთით გადაიხდის, 100 000 ლარს (მიკროსაფინანსო ბაზრის მოთამაშეს საქმიანობის ლიცენზიაში ₾ 50 000 აქვს გადახდილი, ბანკს - ₾200 000).

2-წლიანი ლოდინის შემდეგ მ/ორგანიზაციები კლინტებისთვის ანგარიშების გახსნას წელსაც ვერ შეძლებენ. კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწრო. როგორც იცით, მისოს, არასაბანკო ინტიტუტის ლიცენზია დეპოზიტის, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის გახსნას არ ითვალისწინებს. მსესხებელთან ურთიერთობისას კლიენტის საბანკო ანგარიშს იყენებს. ბანკად გარდაქმნის შემდეგ კი კლიენტს 100 000 ლარის (ან მეტი) მიმდინარე ანგარიშსაც გაუხსნის და 15 000 ლარის ვადიანი ანაბრის მოზიდვაც შეეძლება.

ნაკლებსავარაუდოა პარლამენტში განხილვის შემდეგ ₾1 მლნ-იანი საკრედიტო ლიმიტი გაიზარდოს ან პოტენციურ კლიენტებში სავალუტო მსესხებელიც შევიდეს. ბენეფიციარი მხოლოდ ლარის მსესხებელი უნდა იყოს.

სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 -იანი ზღვარი, რეგულაცია/შესაძლებლობა (ბანკებისთვის შეზღუდვა), რომელსაც სამოქალაქო კოდექსით ფინანსთა სამინისტრო არეგულირებს, მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის დარჩება. მიკრობანკზე არ გავრცელდება.

კანონპროექტს პარლამენტი თუ რიგგარეშე სესია არ შედგა, შემოდგომამდე ვერ განიხილავს.

რიგგარეშე სესიის მოთხოვნის ინიცირებას ოპოზიონერი დეპუტატები ამზადებენ, ევროკავშირის წევრობის საკანდიდატო 12 პუნქტის შესრულების დაჩქარებისთვის.

 

Businesspartner