მისო "რიკო ექსპრესი" 70 000 ლარით დაჯარიმდა
ეროვნული ბანკი (სებ) მისო "რიკო ექსპრესის" 70 000 ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
"რიკოს" 20 000 ლარი დაეკისრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების გამო .
9 000 ლარი მარეგულირებლისთვის დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობისთვის და ვადაგადაცილებისთვის.
ასევე იგნორირებულია კანონით გაწერილი ვალდებულებები 13 კლიენტთან მიმართებაში. სათანადოდ არ არის შესწავლილი ფულადი სახსრების წარმომავლობა. შესაბამაბისად დასანქცირდა 39 000 ლარით ( 3,000 X 13)
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო 2,000 ლარის ოდენობით.