მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა გაიზარდა
სებ-ის სტატისტიკით, ივნისში მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 152 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და სავალუტო ინტერვენციებით სექტორს 0.5 მლრდ ზე მეტი ლარის (₾ 540 მლნ) ლიკვიდობა დააკლდა.
სხვა მონეტარული ინსტრუმენტებით, მ.შ.რეფინანსირების სესხებით, ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე ვაჭრობით, BMatch-ზე ვალუტის წმინდა შესყიდვებით კი 541 მლნ ლარის მიეწოდა.
მაისში კი სავალუტო ინტერვენციებით სებ-ს ოპერაციები არ განუხორციელებია. საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 87.2 მლნ აშშ დოლარი ($),
BMatch -ზე წმინდა შესყიდვებმა კი $154.7 მლნ შეადგინა.
მაისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრების 500 მლნ-მდე კლება აღინიშნა, ივნისში ₾ 200 მლნ-ით მატება.
საბოლოო ჯამში, მონეტარული ოპერაციებით ივნისში სისტემას ლიკვიდობა ₾1 მლნ-ით გაეზარდა. მაისში კი ₾ 64 მილიონიანი მატება იყო.
რეფინანსირების სესხებით, 110 მილიონით. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის
ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 42 მლნ ლარამდე შემცირდა (- 234.7 მლნ).