მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 2019 წელს 16%-ით გაიზარდა
მიმოქცევაში არსებული 10 ლარიანების 50%-ზე მეტი უკვე განახლებული ბანკნოტებია.
ეროვნულმა ბანკმა ახალი 10-ლარიანი ბანკნოტები 2019 წლის 1 ოქტომბერს გაუშვა მიმოქცევაში და მათი წილი უკვე 50.8%-ია.
სებ-ი წლიურ ანგარიშში წერს, რომ განახლებული 5, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები წარმატებით დამკვიდრდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 85.2%-ს შეადგენდა, 20 ლარიანი – 81.7%-ს, 50 ლარიანი – 81.5%-ს, 100 ლარიანი – 78.3%-ს.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ სულ 4.137 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის ბანკნოტები – 4 მლრდ ლარი ოყო, ხოლო მონეტები – 127.2 მლნ ლარი იყო.
მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა წლის დასაწყისთან შედარებით 571.5 მლნ ლარით, ანუ 16 პროცენტით გაიზარდა.