ფინანსები
25/07/2023

მილიარდერი ბანკების რეიტინგი

ივნისში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2 მლრდ ლარით  გაიზარდა, 69.9 მლრდ ლარამდე (5m/2023 - 67,8 მლრდ; + 3%m.m) 

სებ-ის ინფორმაციით, პირველი ივლისის (H1/2023) მდგომარეობით სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მ.შორისაა ციფრული  პეისერა, რომელსაც სრულფასოვანი საქმიანობა არ დაუწყია. ჩამონათვალშის ჯერ კიდევ არის  სანქცირებული ვითიბის შვილობილი, რომლის აქივებიც H/2023-ისთვის 414 მლნ ლარამდეა. 

ბაზარზე 8 ბანკია 1 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით (>1 მლრდ). მილიარდერთა TOP-8 ში კი სისტემური 2 ბანკის ჯამური წილი 80%-ია.

ბანკები >1 მლრდ-იანი აქტივით (000 ₾)

               H1/2023 5m/2023
თიბისი   26,937,117 25,997,522
საქართველოს ბანკი 26,554,648 25,700,892
ლიბერთი 3,718,872  3,668,758
ბაზისბანკი 3,100,243  3,004,338
კრედო 2,307,511  2,252,435
პროკრედიტ ბანკი 1,699,502  1,642,074
ტერა ბანკი  1,602,707  1,573,304
ქართუ 1,507,020  1,513,363
                                                  

წყარო: კომერციული ბანკები (GAAP-ით)

Businesspartner