ფოტო: forafinancial.com
ფინანსები
10/02/2022

მიკროსაფინანსო სექტორს შემოსავალი ₾324 მლნ-მდე გაეზარდა

მიკროსაფინანსო ბაზარს დაკრედიტებიდან შემოსავალი წლიურად 15%-ით, 324 მლნ ლარამდე გაეზარდა, თუმცა ბიზნესის დაფინანსების წილი კვლავ უმნიშვნელოა. კომპანიებისთვის გაცემული სესხებიდან  შემოსავალი 8.4 მლნ ლარს -2.6% (01.01.2021 – 281 მლნ; 8 მლნ - 2.8%).

თუმცა გასათვალსწინებელია ისიც, რომ ფიზიკური პირების პორტფელშიც არის სესხები სამეწარმეო მიზნობრიობით. 01.01.2022-ისთვის საცალო პორტფელში 1.326 მლრდ ლარის 725 400 სესხია და აქედან ყველაზე მეტი - 50% - 659 მლნ ლარის  523 000 სესხი სალომბარდოა  (01.01.2021 – 45%; 519 მლნ ლარის 468 000 სესხი).

ბაზრის შემოსავლები ძირითადად  9 მისოზე მოდის. აქედან  მსხვილპორტფელიან 2 მისოს პორტფელი სრულად განსხვავევბულია. რიკოს საპროცენტო შემოსავლების 90%-ზე მეტი  ლომბარდებიდანაა და კრისტალის შემოსავალში  სალომბარდო სესხებიდან  მიღებულზე მხოლოდ 9% მოდის. 

რეიტინგში გამორჩეულია MBC (მიკრო ბიზნეს კაპიტალი), რომელიც ბიზნეს დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს ლაზიკა კაპიტალს და ქართულ კრედიტსაც. 

მისოები სალომბარდე და მთლიანი სასესხო შემოსავლებით

 

მისოები

მლნ ₾

მლნ  ₾

1

სს. მისო "კრისტალი"

7.3

76.9

2

შპს. მისო "რიკო ექსპრესი"

69.6

74.5

3

სს. მისო "სვის კაპიტალი"

4.6

38.0

4

სს. მისო "კრედიტსერვისი+"

6.2

10.5

5

სს. მისო "ლაზიკა კაპიტალი"

 

14.9

6

შპს. მისო "ლიდერ კრედიტი"

11.0

15.2

7

სს. მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი"

0.02

20.4

8

სს. მისო "ინტელექსპრესი"

1.5

3.0

9

სს. მისო "ქართული კრედიტი"

0.02

6.0

წყარო: სებ-ი და მისოები

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023