მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი წმინდა მოგებით
მიკროსაფინანო სექტორმა მოგება 6-ჯერ გაზარდა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით (Q32021) 39 მისოს წმინდა მოგება 78,7 მილიონი ლარია (Q3/2020 - 12 მლნ; + 550% Y.Y).
Q3/2021
მ/ორგანიზაციები |
წმ.მოგება |
|
|
რიკო |
33,4 მლნ |
|
|
სვის კაპიტალი |
7,7 მლნ |
|
|
კრისტალი |
5,2 მლნ |
|
|
|
|
|
წყარო: მისოები
1 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი აქტივები 1,58 მლრდ და სასესხო პორტფელი 1,33 მლრდ ლარი, (Q3/2020 - ₾1.395 მლრდ, ₾1.31 მლრდ). რიკო და კრისტალის ჯამური წილი 62%-ია (Q1/2021-53.6%; Q/2020 – 51.7% Q1/2019 -42.6%).
მიკროსაფინანსო სექტორი სულ, 39 ორგანიზაციით არის წარმოდგენილი (Q1/2020 – 43, Q1/2019 – 61), 2021-ის III კვარტლის მდგომარეობით, მსესხებლების რაოდენობა შემცირებულია. 1 ოქტომბრისთვის, 720 000 სესხია გაცემული (Q1/2021 - 681 000; Q1/2020 – 715 700; Q1/2019 – 751 100) და აქედან უმეტესობა (520 000) სალომბარდოა
- მ/ო რეიტინგი, პორტფელით
მ/ორგანიზაციები |
Q3/2021 |
Q1/2020 |
|
კრისტალი |
359,377,075 |
342,431,227 |
₾ |
რიკო |
343 654 085 |
325 796 092 |
₾ |
სვის კაპიტალი |
121 773 132 |
115.843.779 |
₾ |
∑ |
1 331 233 115 |
1 247 056 581 |
₾ |
წყარო: მ/ორგანიზაციები
მიკროსაფინანსო სექტორმა ნამეტი რეზერვის ნაწილი გამოარეზერვა. როგორც იცით, პანდემიის საგაზაფხულო ტალღაში მარეგულირებლმა ბაზარს დამატებითი ბუფერი შეაქმნევინა (პორტფელის 5%). Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე სექტორს 129 მლნ -ის რეზერვი ჰქონდა. 1 ოქტომბრისთვის (Q3/2021) კი 85 მლნ-მდეა შეამცირა.
თუმცა, ნაწილი არ გამოთავისუფლდა. სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლისთვის საერთო რეზერვის თითქმის ნახევარი ამორტიზირდა სპეციალურ რეზერვში.
საკრედიტო პორტფელზე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შესაძლო ნეგატიური ეფექტის შესამსუბუქებლად, სებ-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ამავე თვის ბოლო მდგომარეობით არსებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 5%-ის ოდენობით სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის საერთო რეზერვის ფორმირება დაევალათ.
სებ-ის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის“ შესაბამისად შექმნილი რეზერვის რეალიზაცია სპეციალურ რეზერვში ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. ამასთან, განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება მიეცათ სებ-ისთვის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების შიდა მეთოდოლოგია/მოდელი წარმოედგინათ.
მოქმედი კანონმდებლობით ბანკებისგან განსხვავებით, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის ფორმირების ვალდებულება არ არის განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.