ფინანსები
21/08/2021
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს კიდევ 6 კომპანია ტოვებს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს მალე რამდენიმე კომპანია დატოვებს.
სებ-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 6 მიკროსაფინანსოა ლიკვიდაციის პროცესში, მათ შორისაა "ლაზარე", "ბონაკო", "კავკასუსკრედიტი", "რივალკრედიტი", "ჯი ეფ ეს ჯგუფი" და "მიკროინვესტი".
ბაზარზე, საფინანსო სექტორში 2019 წელს ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ, 42 კომპანია რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო.
პანდემიური 2021 წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო სექტორი 58 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, ამავდროულად სექტორმა საპროცენტო შემოსავლების სახით 155 მლნ ლარი მიიღო.