
მიკროსაფინანსო ბაზრის შემოსავლის მთავარი წყარო ლომბარდია
მიკროსაფინანსო სექტორის პორტფელი იზრდება. თუმცა ბაზარი დაპატარავებისკენ მიდის.
მ/ო დაკრედიტება, რომელიც Q1/2023-ის მდგომარეობით 1.6 მლრდ ლარია, სულ ცოტა, 1 მილიარდამდე მაინც შემცირდება. რადგან რამდენიმე მისო მიკრობანკობისთვის მზად არის, მათგან ამ დრომდე ბანკად გარდაქმნა, ოფიციალურად მხოლოდ "კრისტალს" აქვს გაცხადებული.
Q1/2023-ისთვის 35 მისოს საცალო პორტფელში 1 553 392 939 ლარის 836 158 სესხია (2022 - 1.546 მლრდ /826 000; 2021 - 1.3 მლრდ/725 400), აქედან 634 600 ერთეული - 790 666 475 ლარის სალომბარდეა (2022 - 788 მლნ/625 000; 2021 - 659 მლნ/622 582)
ბიზნესის დაფინანსების წილი კვლავ უმნიშვნელოა, მაგრამ ზრდა შეიმჩნევა. 1 130 იურიდიული პირისთვის დაკრედიტება 27.2 მლნ ლარის კრედიტებია გაცემული (ამასთან, ფიზიკური პირების პორტფელშიც არის სესხები, სამეწარმეო მიზნობრიობით).
ლომბარდიდან ამონაგებზე ბაზრის საპროცენტო შემოსავლების (₾ 103 მლნ) 42% მოდის (2022 -44%)
მისოები სალომბარდე და მთლიანი საპროცენტო შემოსავლებით:
01.05.2023
მლნ ₾ | მლნ ₾ | |
რიკო ექსპრესი | 22.06 | 24.4 |
კრისტალი | 1.5 | 24.4 |
სვისკაპიტალი | 1.6 | 13.6 |
ემ ბი სი | 1.2 | 6.2 |
ლიდერ კრედიტი | 3.8 | 5.5 |
ლაზიკა კაპიტალი | - | 4.2 |
კრედიტსერვისი+ | 1.9 | 2.8 |
ქართული კრედიტი | 0.02 | 1.2 |
ინტელექსპრესი |
წყარო: მ/ო