ფინანსები
09/06/2022

მიკრობანკის კანონში დაკრედიტების ₾200 000-იანი ზღვარი არ გაჩნდება

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნაკლებად ელის მიკრობანკის კანონპროექტში, მას შემდეგ რაც პარლამენტში ინიცირდება ( ამ დროისთვის ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს), ₾200 000-იანი ზღვარი გაჩნდეს.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის საპირწონედ მიკრობანკისთვის საზედამხედველო ნორმები შემსუბუქებულია. აღნიშნა, რომ დეპოზიტების ნაწილს ზედამხედველი საერთოდ არ ეხება, თუმცა როგორც ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, ანაბრის მოზიდვაც 15 000 ლარით არის შემოსაზღვრული, რასაც დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მთლიანად აზღვევს. შესაბამისად, სებ-ი რა ნაწილში არბილებს საზედამხედველო ნორმას მათთვის გაუგებარია. გაგუას ინფორმაციით, ზედამხედველი რბილია კაპიტალის ნაწილში. 

რეალური ბიზნესის დამკრედიტებელი  მისოები (MBC, კრიზტალი, თბილბიზნესკაპიტალი ...), რომლებიც  მიკრობანკად გარდაქმნას გასული წლის ნოემბრიდან ელიან (როცა აღნიშნული კანონი უნდა შემოსულიყო) სასიამოვნო სიურპრიზების იმედს მაინც იტოვებენ, როგორც თავად ამბობენ, ბევრი არასასიამოვნოს შემდეგ.

მათ შორის იყო მიკრობანკისთვის სავალუტო დაკრედიტების სრულად შეზღუდვა, თუმცა როგორც ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, >200  000 ლარიანი სავალუტო დაკრედიტების ჩანაწერი პროექტის არცერთ ვერსიაში ყოფილა.

შეგახსენებთ, ბანკებისთვის და სესხის გამცემი სხვა ყველა სუბიექტისთვიოს სავალუტო სესხზე ₾100 000  ზღვარი მამუკა  ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა  და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა. მიკროსაფინანსო სექტორს სამოქალაქო კოდექსის უგულებელყოფა და მიკრობანკისთვის  სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვა უსამართლოდ მიაჩნია.

სებ-ი პოტენციურ მიკრობანკებს ჰპირდება, რომ ლიცენზიის აღებას წელსვე შეძლებენ. როგორც იცით, ამ დროისთვის მისოს მხოლოდ საკრედიტო პროდუქტები გააჩნია, ისიც მწირი არჩევანით.  არ შეუძლია  ანაბრის მოზიდვა, არც კლიენტისთვის ანგაერიშის  გახსნას. მისო მომხმარებელთან  საბანკო ანგარიშის მეშვეობით ურთიერთობს. მიკრობანკად გარდაქმნის შემთხვევაში კი  სასესხო პროდუქტებს დაამატებს და  სადეპოზიტოც გაუჩნდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023