ფინანსები
05/07/2023

მიკრობანკები სებ-ის რეფინანსირების ინსტრუქციის მოლოდინში

სებ-მა მიკრობანკების სახელმძღვანელო კიდევ ერთი დოკუმენტი გამოქვეყნა, - კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო.

ჩარჩო უნდა იყოს მიკრობანკის ზომის შესაფერი და საქმიანობიასთან შესაბამისობაში. ამასთან სრულიად ინტეგრირებული მთლიანი რისკების მართვის პროცესში.

კიბერუსაფრთხოების მართვა უნდა მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას:

ა) რისკის იდენტიფიცირება 
ბ) დაცვა 
გ) აღმოჩენა 
დ) რეაგირება 
ე) აღდგენა

თუმცა კიბერუსაფრთხოების ჩარჩომდე, ბევრი ეტაპია გასავლელი, რადგან სებ-ში ჯერ მიკრობანკად ტრანსფორმირების მსურველ მისოების (მ/ო კრისტალი, მ/ო MBC, მ/ო ლაზიკა კაპიტალი) განაცხადებებიც არ შესულა.

მ/ბანკის ოპერირების ახლად გამოქვეყენებული წესების მიმართ ბაზარს შენიშვნები და კითხვები აქვს. 

სუბიექტები, რომელთა მოლოდინით, ახალი შესაძლებლობებისთვის მხოლოდ ერთი, პროცედურული ეტაპი - წესების გამოქვეყნება რჩებოდა, წესებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

მათ შორის რესურსის მოზიდვის ნაწილში. სებ-ის ინფორმაციით, მ/ბანკი რეფინანსირების სესხს კომერციული ბანკებისთვის მოქმედი წესით აიღებს. მ/ო ბაზარი თვლის, რომ ერთული გამონაკლისების გარდა, საბანკო სექტორისთვის განკუთვნილი პირობები  რეფინანსირების სესხზე წვდომას პრაქტიკულად გამორიცხავს. 

აღნიშნული წესი მ/ბანკებს გირავნობის ბანკთან გათანაბრებულ მოთხოვნებს და კვოტებს უყენებს. მათ შორის პორტფელის სტრუქტურასთან მიმართებაში. სებ-იდან მისაღები ლარის რესურსის მოცულობა განისაზღვრება მ/ბანკის აქტივში არსებული ფასიანი ქაღალდების  35%-ით. შესაბამისად თუ მ/ბანკს  აღნიშნული ინსტრუმენტით არ აქვს გასესხებული, მ.შ ფინანსთა სამინისტროსთვის, სახაზინო ობლიგაციებით, მაშინ რეფინანსირების სესხსაც ვერ აიღებს.

 

Businesspartner