"მესამე ტალღა და ჩავარდნილი ვაქცინაცია" - სოსო ბერიკაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზს განმარტავს
“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ლარის ბოლო დღეების გაუფასურებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას უმეტესწილად ბიზნესის მხრიდან ნეგატიური განწყობები განსაზღრავს.
„შესაძლოა კავშირში იყოს ასევე კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინიც. ასევე ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი და გაურკვეველი მომავალი. ვაქციანცია კარგადაც რომ დაგვეწყო, ჩავარდნა შესალოა მაინც ყოფილიყო, მაგრამ მოლოდინები გვექნებოდა უკეთესი. ახლა ამ მიმართულებით სიტუცაია გაურკვეველია. ვაქცინაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,“ - აცხადებს ბერიკაშვილი.
მისი განცხადებით, განწყობებსა და ლარის კურსის რყევას შორის კავშირი არსებობს.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.4225-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4450-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4235 ლარი შეადგინა.