მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მომავალი წლიდან მოუწევთ
მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 1-ელი იანვრიდან მოუწევთ, - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაში ცვლილება უკვე შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარს ან შემდგომ დაწყებულ საანგარიშგებო პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებებზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებები ამ კატეგორიის კომპანიებისთვის გადაავადა.
მიზეზად მაშინ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კომპანიების ახალ სტანდარტებზე გადასვლის ადამიანური და ტექნიკური რესურსი ნაკლებობი გათვალისწინება დაასახელა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, მეოთხე კატეგორიაში ხვდება 2 მლნ-მდე ბრუნვის მქონე კომპანიები, რომელთაც 10-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.