MBC-ის მიკრობანკად გარდაქმნა სურს და ბიზნესდაკრედიტებას ზრდის
MBC-ი ბიზნესდაკრედიტებას ზრდის და სალომბარდე პორტფელს ამცირებს.
01.01.2022 წლისთვის ვაჭრობა/მომსახურების დაკრედიტებიდან მისომ 11 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ლომბარდიდან შემოსავალი 20 000 ლარს არ აღემატება.
მისოს ინფორმაციით, სესხის მიზნობრიობის და დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით, მიკრობანკის მოთხოვნებს მეტობით აკმაყოფილებს. ბიზნესესხების წილი 70%-ის ფარგლებშია.
როგორც იცით, კანონპროექტი, რომლის დამტკიცება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, მისოს, რომლის პორტფელის ნახევარი ბიზნესესხებია, მიკრობანკად გარდაქმნის შესაძლებლობა ეძლევა.
MBC-ი მ/ო ბაზარზე 1.57 მლნ ლარის მოგებით (2021) 92 მლნ ლარის აქტივებით, 73 მლნ ლარის სასესხო პორტფელით, ბაზარზე ოპერირებად 38 მისოს შორის, მსხვილდამსაქმებელთა TOP_7-შია.
01.01.2022 (₾)
სესხები - 73,109,345 |
შემოსავალი სესხებიდან - 18 589 200 |
მ.შ. საცალოდან - 14 065 433 |
მ.შ კორპორაციული - 4 523 762 |
მ.შ აგროდაკრედიტებიდან - 1 929 000 |
მ.შ ვაჭრობა/მომსახ. - 11 327 000 |