MBC-ის აქტივები შეუმცირდა
მ/ო ემბისის (MBC) აქტივები შეუმცირდა. აპრილი-მაისის პერიოდში კლებაა მილიონ ლარზე მეტით. სასესხო პორტფელის საგაზაფხულო ზრდა 2%-ია (Q1/2023 - ₾ 92 272 000)
მისოს საპროცენტო შემოსავლები 4 მლნ ლარით არის გაზრდილი. მიკროდაკრედიტების ბაზარზე MBC 6%-მდე წილით არის წარმოდგენილი.
MBC-ის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის განცხადებით, მისო, მინიმალური მარჟით მუშაობს, კომერციულ ბანკზე 7-8 %პ-ით ნაკლებით. თუმცა მსესხებლისთვის ბანკზე დაბალი საესხო განაკვეთის შეთავაზება, რესურსის სიძვირის გამო ვერ ხერხდება. და პეტრიაშვილის ვარაუდით კიდევ 1-2 წელი ვერ მოხერხდება.
სებ-მა მიკრობანკის ლიცენზიანტებისთვის კანონქვემდებარე აქტები, წესები და რეკომენდაციები 1 ივლისს გამოქვეყნა. რომლის შესაბამისად შემდგარი ვალდებულებების ნუსხა რესურსის გაიაფების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს, - როგორც პეტრიშვილმა განაცხადა, მისო-მიკრობანკის გზაგასაყარზე მდგომ სუბიექტებისთვის.
ყველაზე იაფ და გარანტირებულად სებ-ის რეფინანსირების სესხი მიიჩნევა, რომელიც მისოსთვის ბანკზე ძვირია, რადგან კომერციული ბანკის გავლით იღებს და შესაბამისად საშუამავლო ემატება.
მიკრობანკს აღნიშნული ბარიერი არ აქვს. შუა რგოლი მოხსნილია. თუმცა კომერციულ ბანკებთან გათანაბრებული რეგულაციების პირობებში რესურსი არ უიაფდება.
MBC | 01.06.2023 ₾ | H1/2022 ₾ |
აქტივები | 105 000 000 | 95,893,327 |
სესხები | 94 000 000 | 84,016,385 |
სა% შემოსავალი | 10,560,000 | 10,843,792 |
წმ მოგება(ზარალი) | (715,030) | |
წყარო: მისო