ფინანსები
03/05/2022

მარტი-აპრილში ფულის მასა 300 მლნ-ით გაიზარდა

რეფინანსირების სესხები გაიზარდა, 28 აპრილისთვის ნაშთი 2.6 მლრდ ლარია. მოთხოვნის გაზრდა სვოპ ინსტრუმენტის გაუქმებას უკავშირდება, რომლითაც სებ-ი ბაზარს ვალუტის სანაცვლოდ ლარის ლიკვიდობას აწვდიდა.

ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, რეფინანსირების სესხების მოცულობა 1 მლრდ ლარით გაიზარდა, მხოლოდ მარტში 950 მილიონით ზრდა აღინიშნა, აპრილში +₾100 მლნ-მდე.

ეროვნულმა ბანკმა, მისივე ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე ბაზარს $40 მლნ-მდე მიაწოდა. ამასთან შიდა სამთავრობო კონვერტაციებით წმინდა სავალუტო გაყიდვები ჰქონდა $12 მლნ-მდე და Bmatch -ზე ვაჭრობით წმინდა შესყიდვებმა $90 მლნ შეადგინა. მთლიანობაში, წმინდა უცხოური აქტივები $50.5 მლნ -ით, $9.583 მლრდ -მდე შეამცირა.

მარტის ფულადი ნაკადებით, სარეზერვო ფული 68 მლნ ლარით, 10.354 მლრდ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის ნაღდი ფული მიმოქცევაში 135 მლნ ლარით, 4.4 მლრდ ლარამდე. აპრილში კი კიდევ 160 მლნ ლარით მოიმატა და 4.5 მლრდ -ს გადააჭარბა.

Businesspartner