ფინანსები
18/02/2021
მარეგულირებელმა "ველსის" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა.
სებ-ის პრეზიდენტმა განკარგულება უკვე გამოსცა.
სებ-ის გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად მარეგულირებელმა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და სებ-ის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.
ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი