ფინანსები
09/01/2023

მარეგულირებელმა ტერაბანკი დააჯარიმა

ტერაბანკი (არაბი შეიხების  188 მლნ ლარის კაპიტალით) 41 000 ლარით დაჯარიმდა, კანონის და წესების დარღვევის რამდენიმე და განმეოერებით შემთხვევაზე. 

ზედამხედელს ბანკმა გამოთხოვილი დოკუმენტაცია 4-ჯერ მიაწოდა არასწორად. დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი. ერთ-ერთი კლიენტის ქონების წარმომავლობა არ შეისწავლა. კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტზე ინფორმაცია არ განაახლა.

სებ-ის ინფორმაციით, იგნორირებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით გაწერილი მოთხოვნები: 2 კლიენტთან მიმართებით რისკფაქტორები არ არის გათვალისწინებული.

დარღვეულია AML/CFT  ანგარიშგება (H2/2020, H1/2021 პერიოდის).

Businesspartner