ფინანსები
30/06/2020
მაისში ვადაგადაცილებული სესხები გაიზარდა
მაისში, ვადაგადაცილებული სესხები გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი 506.2 მლნ ლარი იყო. ბოლო 1 თვეში ზრდა 13.6 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ ზრდის მიუხედავად, მთლიან სესხებში პრობლემური სესხების წილი მცირეა და სულ 1.5%-ს შეადგენს.
ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.6 პროცენტს გაუტოლდა.