ფინანსები
07/07/2021

მაისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, სავალუტო რეზერვები $3.92 მლრდ-მდე შემცირდა

მაისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, საქართველოს სავალუტო რეზერვები შეუმცირდა.

სებ-ის მონაცემებით, მაისთან შედარებით სავალუტო რეზერვები 217 მლნ დოლარით, 3.92 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ზრდაა წლიურ ჭრილში 302 მლნ დოლარით.

მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.7 მლრდ-ია.

პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. აპრილში სავალუტო აუქციონზე 82.9 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სულ $242.9 მლნ-ის ინტერვენციაა განხორციელებული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.