ფინანსები
20/09/2021
m²-ის ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო
საფონდო ბირჟაზე საქართველოს უძრავი ქონების (m²) ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო, მოცულობა 1.812 მლნ დოლარს აჭარბებს.
გასული კვირის ბოლოს, ორ დღეში 6 გარიგების შედეგად 1 735 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 042-1 057დოლარი.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ოქტომბერში B ლისტინგ კატეგორიაში განათავსა.
სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული, საპროცენტო განაკვეთი 7.5%–ია, რომლის გადახდაც 6 თვეში ერთხელ ხდება.