ფინანსები
17/09/2020
m²-ის ობლიგაციებზე $331 568-ის გარიგება დაიდო
საფონდო ბირჟაზე საქართველოს ქონების მართვის ჯგუფის (m²) ობლიგაციებზე $331 568-ის გარიგება დაიდო.
2 გარიგების შედეგად 327 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 008-1 015 დოლარი.
წლის დასაწყისიდან m² უძრავი ქონების $658 656-ის ობლიგაციებით ივაჭრეს.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 30 მლნ დოლარის ობლიგაციები 2018 წლის დეკემბერში განათავსა.
სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 3 თვეში ერთხელ ხდება.