
ფინანსები
13/10/2020
m²-ის ობლიგაციებზე $153 453-ის გარიგება დაიდო
საფონდო ბირჟაზე საქართველოს ქონების მართვის ჯგუფის (m²) ობლიგაციებზე $153 453-ის გარიგება დაიდო.
1 გარიგების შედეგად 152 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 009 დოლარი.
წლის დასაწყისიდან m² უძრავი ქონების $972 000-ზე მეტის ობლიგაციებით ივაჭრეს.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 30 მლნ დოლარის ობლიგაციები 2018 წლის დეკემბერში განათავსა.
სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 3 თვეში ერთხელ ხდება.