ფინანსები
31/08/2021
m²-ის ობლიგაციებზე $117 947-ის გარიგება დაიდო
საფონდო ბირჟაზე საქართველოს უძრავი ქონების (m²) ობლიგაციებზე 117 947 დოლარის გარიგება დაიდო.
2 გარიგების შედეგად 112 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 053 დოლარი.
კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ოქტომბერში განათავსა.
სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული, საპროცენტო განაკვეთი 7.5%–ია, რომლის გადახდაც 6 თვეში ერთხელ ხდება.