ფინანსები
23/03/2021

m²-ის ობლიგაციებზე $0,51 მლნ-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე საქართველოს ქონების მართვის ჯგუფის (m²) ობლიგაციებზე მსხვილი, 0,51 მლნ დოლარის გარიგება დაიდო.

4 გარიგების შედეგად 504 ობლიგაცია 0,51 მლნ დოლარად გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 011-1 015 დოლარი.

წლის დასაწყისიდან m² უძრავი ქონების $865 000-ზე მეტის ობლიგაციებით ივაჭრეს.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 30 მლნ დოლარის ობლიგაციები 2018 წლის დეკემბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 3 თვეში ერთხელ ხდება.